მიწისძვრა ინდონეზიაში: დაიღუპა 46 ადამიანი
21 ნოემბერს ინდონეზიის კუნძულ იავაზე 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო CNA ავრცელებს.
ყველაზე მეტად ქალაქი დასავლეთ იავა დაზარალდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქალაქის 700-მდე მცხოვრები დაშავდა.
CNN-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ გაანადგურა და დააზიანა ოთხი სკოლა, 52 სახლი, მეჩეთი და საავადმყოფო.
მიწისძვრიდან 2 საათის შემდეგ 25 ბიძგი დაფიქსირდა, ამიტომ, მეწყერის საშიშროება განსაკუთრებით ძლიერი წვიმის შემთხვევაში არსებობს.
Reuters-ის ცნობით, მიწისძვრა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც იგრძნეს.