"მშვიდობა თანაბარ პირობებზე"- პუტინმა და სი ძინფინგმა ონლაინ შეხვედრა გამართეს

დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, სი ძინფინგმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელიც რუსული წყაროების ცნობით 1.5 საათი გაგრძელდა. 

პუტინისა და სი ძინფინგი შეეხნენ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის თემას. პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის დარეგულირების მიზანი არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, არამედ გრძელვადიანი მშვიდობა, რომელის რუსეთის ინტერესებს დაეფუძნება. 

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი წერს, რომ პუტინისა და სი ძინფინგის საუბარი არ უკავშირდება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და ამის შესახებ შეთანხმება თვეებით ადრე არსებობდა. 

ამერიკის 47-პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა, ასევე ონლაინ ფორმატში. 

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ კრემლი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს კონფლიქტის საწყისი მიზეზების აღმოფხვრაზე. ამ მიზეზებს კი პუტინის თქმით, რუსეთის მკაცრი მოთხოვნების შესრულება აღმოფხვრის.

ასეთ მოთხოვნებს შორისაა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტა, უკრაინული არმიის ზომის შემცირება, ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი და უკვე ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება - კომენტატორების უმრავლესობის შეფასებით ეს პრაქტიკულად კაპიტულაციის ტოლფასია. 

მსგავსი სიახლეები