ნევადაში გამარჯვებით დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა შეინარჩუნეს

ნევადის სენატორის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კეტრინ კორტეზ მასტო დაწინაურდა, ამერიკული პრესა მასტოს გამარჯვებას პროგნოზირებას. 

ამგვარად დემოკრატიულ პარტიას უკვე 50 სენატორი ჰყავს. ხმების დათვლის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში რესპუბლიკელი ადამ ლაქსალტი ლიდერობდა. 

უკვე დათვლილია ხმათა 98% და დემოკრატი კანდიდატი 6 ათასი ხმით ლიდერობს. 

პროცესის მიწურულს დაიწყო კლარკის ოლქის დათვლა, რომელიც შტატის ყველაზე მრავალრიცხოვანი ოლქია, სადაც დემოკრატები როგორც წესი მაღალი მხარდაჭერით სარგებლობენ. 

კლარკის ოლქიდან შემოსული ხმების დათვლის შედეგად კეტრინ მასტო დაწინაურდა - ის სავარაუდო გამარჯვებულად გამოაცხადა რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ, რომლებიც არჩევნებს და ხმების დათვლის პროცესს აკვირდებიან. 

კონტექსტი 

მასტოს გამარჯვებით დემოკრატიულმა პარტიამ სენატში უმრავლესობა გაინაღდა - ამ დროისთვი მათ უკვე აქვთ 50 მანდატი, რესპუბლიკულ პარტიას 49 მანდატი აქვს. 

ერთადერთი შტატი სადაც ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება ჯორჯიაა. იმ შემთხვევაშიც კი თუ რესპუბლიკელები ჯორჯიაში გამარჯვებას შეძლებენ მანდატების რაოდენობა 50/50-ზე იქნება. 

სენატში მანდატების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, ამერიკული კანონმდებლობით გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელიც ასევე დემოკრატიული პარტიის წევრია. 

ჯერჯერობით არ დასრულებულა ხმების დათვლის პროცესი ქვედა პალატის ოლქებში - მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელები კონგრესში პროგნოზირებულზე საგრძნობლად მყიფე უმრავლესობას მიიღებენ. 

მსგავსი სიახლეები