ნულანდი: პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის მზად ვართ
უკრაინის მოკავშირეები უნდა მოემზადონ რუსეთის ფედერაციასთან ომში გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის, მათ შორის უკრაინის ეკონომიკის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენის დასახმარებლად.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა კიევში გამართულ იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე განაცხადა.
"სახელმწიფო მდივნის ბოლო ვიზიტმა კიევში და ის ეწვია არა მხოლოდ კიევს, აჩვენა... რა სერიოზული წარმატება და პროგრესიც არ უნდა იყოს მომდევნო დღეებსა და კვირებში, ყველაფერი ამ კვირებში არ დასრულდება, ჩვენ დიდი გზა გვაქვს გარდასაქმნელად, უკრაინის აღსადგენად. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ ფინანსურად, ფსიქოლოგიურად და მენტალურად." - ამბობს ის.
ნულანდის თქმით, უკრაინისთვის მეტი შეიარაღების მიწოდების გარდა, ეს ნიშნავს უკრაინის ეკონომიკის აღდგენის მცდელობების გაძლიერებას და ეს უნდა მოხდეს ომის დასრულებამდე.
"ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ეკონომიკური ზრდის აღდგენაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინულმა ბიზნესმა დაიწყოს მუშაობა შედარებით უსაფრთხო ტერიტორიებზე," - თქვა მან.
მისი თქმით, ხანგრძლივი ომის პირობებში ეს უკრაინის გამარჯვების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება.
"თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ ბოროტება მსოფლიოში ნორმად იქცევა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რადგან ის სიკეთისა და დემოკრატიის მხარესაა," - განაცხადა ნულანდმა და აღნიშნა, რომ "რაც მოხდება უკრაინაში, ექნება შედეგები მთელი მსოფლიოსთვის."
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ძალისხმევა უკრაინას უნდა დაეხმაროს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევი ვერ აწარმოებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რადგან მისი ნდობა არ შეიძლება.