NYT: უკრაინამ გაანადგურა რუსების შტაბი, მოკლულია 200 ოკუპანტი და 1 გენერალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული იერიშის შედეგად განაგურდა ოკუპანტების მნიშვნელოვანი საოპერაციო შტაბი. დარტყმის შედეგად მოკლულია 200-მდე ოკუპანტი, მათ შორის 1 გენერალი.
ინფორმაციას ამის შესახებ New York Times უკრაინის დაზვერვაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ოკუპირებულ ქალაქი იზიუმის N12 სკოლაზე, რომელშიც ოკუპანტების მნიშვნელოვანი საოპერაციო შტაბი მდებარეობდა. არსებული ცნობებით სწორედ აქედან იმართებოდა საომარი მოქმედებები ხარკოვი-იზიუმის მიმართულებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის მომენტში შენობაში 200-მდე ოკუპანტი იმყოფებოდა, მათი დიდი ნაწილი ოფიცრების კორპუსს ეკუთვნოდა. დაუდასტურებელი ცნობებით, მოკლულთა შორისაა გენერალი ანდრეი სიმონოვიც.
ეს შეტევა კიდევ იმით არის საინტერესო, რომ სწორედ იზიუმში იმავე საოპერაციო ცენტრს ცოტა ხნით ადრე სტუმრობდა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი.
გერასიმოვის უკრაინაში ჩასვლის ფაქტს ადასტურებს გაზეთის წყარო აშშ-ს სპეცსამსახურებშიც. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, გერასიმოვი უკრაინას შაბათს, 30 აპრილს ეწვია და უკრაინაში რამდენიმე დღე გაატარა.
ამასთანავე, ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსნები არაფერს ამბობენ უკრაინის მიერ საოკუპაციო ძალების საოპერაციო შტაბზე ორგანიზებულ იერიშზე.
უკრაინული წყაროს ინფორმაციით, სკოლაზე იერიშის განხორციელება არ იყო განპირობებული გერასიმოვის სტუმრობით, არამედ უბრალოდ ამ საოპერაციო ცენტრის მნიშვნელობით. ამასთანავე, უკრაინელებმა გერასიმოვის უკრაინაში ყოფნის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, როდესაც აღარ შეეძლოთ მისი დაკავება ან განეიტრალება.
ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინულ მედიაში აქტიურად ვრცელდებობდა ინფორმაცია გენერალ გერასიმოვის დაჭრის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ეს ცნობები ოფიციალურად არ დადასტურებულა.
პირველ მაისს გავრცელდება ცნობები კიდევ ერთი რუსი გენერლის ანდრეი სიმონოვის სიკვდილის შესახებ, თუმცა აქამდე არ დაკონკრეტებულა გარემოებები, რომელშიც ეს მოხდა.