ო 'ბრაიენი: ივანიშვილი არ შეგვხვდა რადგანაც თითქოს უკვე სანქცირებული გვყავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე, პრემიერმა კობახიძემ ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ამერიკას ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებული ჰყავს. 

"ჩვენ გვქონდა წინასწარ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ ის ვაშინგტონში, აქ ჩამოსვლამდე ჩვენ გამოვთქვით ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პრემიერის პასუხი ასეთი იყო, რომ ივანიშვილი იქნება დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი სანქცირებული არ არის. ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ამდენად ცუდად ინფორმირებულია გასაოცარი და სამწუხაროა",- განაცხადა ო' ბრაიენმა. 

მასალა განახლებადია. 

მსგავსი სიახლეები