პარიზის ოლიმპიადის გახსნამდე, რკინიგზაზე რამდენიმე დივერსია მოხდა

ოლიმპიადის ოფიციალურად გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის რკინიგზაზე დივერსიები მოხდა, რამაც, შესაძლოა, 800 ათასი მგზავრის გეგმები ჩაშალოს.

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ყველა არსებული ფაქტი მიუთითებს მიზანმიმართულ ქმედებებზე. დივერსიების შედეგად, დაზიანება მიიღო სამმა ჩქაროსნულმა ხაზმა - პარიზიდან ატლანტის ოკეანის, ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მიმართულებებმა. 

პარიზის რეგიონის ხელმძღვანელის, ვალერი პეკრესის განცხადებით, ყველა ეს ქმედება კოორდინირებულ თავდასხმებს ჰგავს და მადლობა გადაუხადა რკინიგზის თანამონაწილეობს, რომლებმაც დივერსანტებს არ მისცეს საშუალება საქმე ბოლომდე მიეყვანათ. 

პერკესის თქმით, მხოლოდ პარასკევს, 250 ათასი მგზავრის გეგმა აირევა. ხელისუფლება და სატრანსპორტო კომპანიები მგზავრობის ალტერნატიულ მარშრუტებს ადგენენ, ხოლო მათ, ვისაც დაგეგმილი ჰქონდათ მგზავრობა რკინიგზის გამოყენებით, მოუწოდებენ, არ წავიდნენ სადგურზე. 

SNCF-ის დირექტორმა, ჟან-პიერ ფარანდუმ განცხადებით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით, ჯერჯერობით გაურკვეველმა პირებმა, ხანძარი განზრახ გააჩინა - „ხანძარი განზრახ მოაწყვეს პირებმა, რათა დაეზიანებინათ ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, და ჩვენი ინჟინრების გუნდი უკვე მუშაობენ პრობლემების მოსაგვარებლად“. 

ფარანდუს თქმით, რკინიგზის კომპანია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს პრობლემა. მისი განცხადებით, 800 ათასი მგზავრის დაგეგმილი მარშრუტები, სავარაუდოდ, შეიცვლება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები