პელოსი: წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატი კანდიდატები მოლოდინებს აჭარბებენ

ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასა.

მისი თქმით, რამდენიმე საარჩევნო ოლქში გამარჯვებულის დასახელება ნაადრევია, მაგრამ "ცხადია, რომ წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატ წევრებს და კანდიდატებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსალოდნელზე ბევრად კარგი შედეგი აქვთ.".

მას ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად შედეგების დათვლა მიმდინარეობს და ყველა საარჩევნო ხმა დაცვა მნიშვნელოვანია. პელოსის არ გამორჩენია საარჩევნო კომისიებში დასაქმებული მოქალაქეები და მათ მადლობა გადაუხადა.

ამჟამად, წარმომადგენლობით პალატაში, დემოკრატებს ძალიან მყიფე უმრავლესობა აქვთ. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობის მოპოვების ფავორიტები რესპუბლიკელები არიან.

მსგავსი სიახლეები