პენტაგონი უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას შეიმუშავებს - CNN

ამერიკელი სამხედროები ამზადებენ დეტალურ ანალიზს, თუ როგორ უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ CNN-ის მასალაში ვკითხულობთ, რომელიც 7 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, პროცესი ადრეულ ეტაპზეა. სამხედროებს სურთ განიხილონ მხარდაჭერა როგორც ომის დასრულებამდე, რომელიც, მათი აზრით, ჯერ "ხანგრძლივდება", ასევე მისი დასრულებიდან ხუთი წლის განმავლობაში.

CNN-ის წყარომ განაცხადა, რომ ანალიზი მიმდინარეობს უკრაინელებთან ერთად და თუ ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცდება, ამან "შეიძლება გამოიწვიოს წლების განმავლობაში იარაღის მიყიდვა და გრძელვადიანი სამხედრო მომზადების პროგრამა შეერთებულ შტატებთან". ტელევიზიის თანამოსაუბრემ დასძინა, რომ გეგმა მოიცავს "ნათელ საგზაო რუკას", რომელიც აჩვენებს, თუ როგორ უნდა განავითაროს უკრაინამ თავისი შეიარაღებული ძალები.

ანალიზი ერთ-ორ თვეში იქნება მზად, აღნიშნეს ტელეკომპანიის წყაროებმა. უკრაინული მხარის მოსაზრებები საბოლოო შედეგისთვის გადამწყვეტი იქნება, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. კერძოდ, უკრაინამ უნდა უპასუხოს კითხვას "რა სურს მას", დასძინა მან.

ამერიკელი სამხედროები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონსულტაციას შეიარაღებასა და წვრთნაში გაუწევენ, რაც დამოკიდებულია უკრაინის მიერ დამტკიცებულ სამხედრო სტრატეგიაზე.  

მსგავსი სიახლეები