პოლონელები მედიის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებენ
კვირას პოლონეთის ქალაქებში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა ქვეყანაში მედიის თავისუფლების შეზღუდვის გასაპროტესტებლად.
დემონსტრანტები პოლონეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ამერიკულ ტელეკომპანია Disccovery Inc.-ს ქვეყნის ყველაზე მსხვილი ტელეარხის - TVN-ის - საკონტროლო პაკეტის გაყიდვას აიძულებს.
კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატამ კენჭი ზაფხულში უყარა, თუმცა სეიმმა მალე მას ვეტო დაადო.
ცოტა ხნის წინ, სეიმის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ქვედა პალატამ კანონი განსახილველად კვლავ დააბრუნა.
ბოლო სიტყვა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას ეკუთვნის. დემონსტრანტები ქვეყნის პირველ პირს ვეტოს გამოყენებას სთხოვენ.
გავლენიანმა პოლონელმა პოლიტიკოსმა დონალდ ტუსკმა, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს, პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა.
TVN-ი პოლონეთის მმართველი ძალის - კანონის და სამართლიანობის პარტიის - მიმართ კრიტიკით გამოირჩევა.
ბევრი თვლის, რომ პოლონეთის მთავრობას მედია-გარემოში კრიტიკული ხმების ჩახშობა სურს.