პროგნოზების საპირისპიროდ ლე პენის პარტიამ მეორე ტურში მესამე ადგილს იკავებს
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ითვლიან - წინასწარი მონაცემებით, ვერცერთმა კოალიციამ ვერ შეძლო აბსოლიტური უმრავლესობისთვის საჭირო ხმების მოპოვება.
მეტიც, წინასაარჩევნო კვლევების საპირისპიროდ, მარინ ლე პენის ეროვნული გაერთიანება ამ დროის მონაცემებით მესამე ადგილზე გადის.
ეგზითპოლების მიხედვით, პირველ ადგილზე მემარცხენე ალიანსი ახალი სახალხო ფრონტი ლიდერობს - მათ სავარაუდოდ 175-205 საპარლამენტო მანდატს მიიღებენ. მეორე ადგილზე კი 150-175-მდე მანდატით პრეზიდენტის კოალიციაა. მიიღებს, ხოლო ლე პენის პარტიის მანდატების რიცხვი 115-150 მანდატამდე მერყეობს.
კონტექსტი
საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გასულ კვირა დღეს გაიმართა და ლე პენის პარტიის დამაჯერებელი უპირატესობით დასრულდა.
მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობა ბოლო 40 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი იყო.
577 ადგილიან პარლამენტში სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად საჭიროა 289 მანდატის მოპოვება.
მასალა განახლებადია....