"პუტინისთვის ნამდვილი დილემაა"- ბაიდენი კურსკში უკრაინის იერიშზე
ჯო ბაიდენი პირველად გამოეხმაურა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებულ იერიშს და განაცხადა, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვლადიმირ პუტინი ნამდვილი დილემის წინაშეა.
"ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი უკრაინელებთან, სულ ეს არის რისი თქმაც მინდა, სანამ შეტევა მიმდინარეობს"- თქვა ბაიდენმა.
კონტექსტი
კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის დაწყების შემდეგ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ეს არ ეწინააღმდეგება მათ პოლიტიკას უკრაინის დახმარების საკითხებში. პენტაგონში ამბობენ, რომ კურსკში მიმდინარე იერიში არ არის ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
შეგახსენებთ, რომ კურსკში მიმდინარე იერიშის ფარლგებში უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ როგორც ამერიკული წარმოების ჯავშატექნიკას, ასევე საარტილერიო სისტემებს.
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოცულობა კურსკის ოლქში კვლავ გაიზარდა. ЗСУ-მ კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში 2 მნიშვნელოვანი სოფელი დაიკავა.
რუსი Z-ბლოგერები უკრაინის არმიის ახალ მასირებულ შეტევებს პროგნოზირებენ.
კურსკის იერიშის შესახებ პირველ ოფიციალურ გამოეხმაურებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ЗСУ კურსკში 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. მისი თქმით, საუბარია დაახლოებით 74 დასახლებულ პუნქტზე.
1000 კვადრატული კილომეტრი დაახლოებით იმდევნია, რაც რუსეთის საოკუპაციო არმიამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან უმძიმესი დანაკარგების ფასად დაიკავა.