ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი, რაჯაპაქსა შრი-ლანკაში დაბრუნდა
შრი-ლანკის ყოფილი პრეზიდენტი, გოტობაია რაჯაპაქსა, რომელიც მასობრივი მღელვარების ფონზე ქვეყნიდან 12 ივლისს გაიქცა, სამშობლოში დაბრუნდა.
ინფორმაციას რაჯაპაქსას დაბრუნების შესახებ ადგილობრივი გამოცემა Ada Derana ავრცელებს.
კონტექსტი
რაჯაპაქსამ კუნძული ფართო სამოქალაქო მღელვარებისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, მას შემდეგ დატოვა, რაც დემონსტრანტები მის რეზიდენციაში შეიჭრნენ, ხოლო შემდეგ რაჯაპაქსას მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრის სახლს ცეცხლის წაუკიდეს. სამოქალაქო უკმაყოფილების მიზეზი უმწვავესი ეკონომიკურ კრიზისი და პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი იყო.
კუნძულიდან გაქცევა რაჯაპაქსამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული სამხედრო თვითმფრინავით მოახერხა - მისი ბორტი ოჯახის წევრებთან დაცვის სამსახურის 2 ოფიცერის თანხლებით მალდივის კუნძულებზე დაეშვა. აქ რაჯაპაქსამ სულ 2 დღე დაჰყო, რის შემდეგაც სინგაპურში გადავიდა.
სწორედ სინგაპურში ყოფნისას მოაწერა ხელი რაჯაპაქსამ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებას. სინგაპურში ლეგალურად ყოფნის ვადა რაჯაპაქსას 12 აგვისტოს ამოეწურა, რის შემდეგადაც ის ტაილანდში გადავიდა.
15 ივლისს რაჯაპაქსას გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ქვეყნის პარლამენტმა რაჯაპაქსას მთავრობის პრემიერი, რანილ ვიკრამასინგხე აირჩიე.
ვიკრამასინგხე აღნიშნულ პოსტზე 2024 წლამდე იმუშავებს, ამ წელს შრი-ლანკაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.