"რამშტაინის ფორმატში" მეშვიდე შეხვედრა მომავალ კვირას შედგება - პენტაგონი
"რამშტაინის ფორმატში" უკრაინის დახმარების საკონსულტაციო ჯგუფის მორიგი, მეშვიდე შეხვედრა მომავალ კვირას შედგება და ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა 10 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდი ციტირებს.
"ცოტა წინ რომ გავიხედოთ, ვიტყვი, რომ მომავალ კვირას მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრას გამართავს. ეს შეხვედრა პრაქტიკულად აქ, პენტაგონში ჩატარდება და საშუალებას მისცემს თითქმის 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრს განიხილონ უკრაინის სუვერენიტეტის შემდგომი მხარდაჭერა," - თქვა მან.
რამშტაინის ჯგუფის წინა შეხვედრა ბრიუსელში 12 ოქტომბერს ოფლაინ ფორმატში გაიმართა. მისი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იყო.