როგორ მოკლეს ისრაელელმა სამხედროებმა 3 მძევალი - IDF გამოძიების შედეგებს აქვეყნებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ებრაელი სამხედროების მიერ 3 მძევლის მკვლელობის პირველადი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. 

ამის შესახებ The Times of Israel წერს.

IDF-ის სამხრეთ სარდლობის უფროსი ოფიცრის თქმით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც შენობაში მყოფმა ერთმა ჯარისკაცმა სამი საეჭვო ფიგურა დაინახა, რომლებიც შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში გამოდიოდნენ.

გამოძიების თანახმად, შენობიდან გამოსული სამივე ადამიანი შიშველი იყო, ერთ-ერთს ეჭირა ჯოხი იმპროვიზირებული თეთრი დროშით.

ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მათკენ მამაკაცების მოძრაობა ჰამასის მცდელობად მიიჩნია, IDF-ის სამხედროები ხაფანგში შეეტყუებინათ, მაშინვე ცეცხლი გახსნა და დაიყვირა: "ტერორისტები!"

გამოძიების თანახმად, ამ ჯარისკაცმა ორი მამაკაცი მოკლა, ხოლო მესამე, რომელიც დაჭრეს, ისევ იმ შენობაში გაიქცა.

ამ დროს ბატალიონის მეთაური, რომელიც ასევე იმ შენობაში იმყოფებოდა, საიდანაც ჯარისკაცმა ისროლა, გარეთ გავიდა და სამხედროებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ამასობაში ებრაულად "დახმარების" შეძახილის ხმები გაისმა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მესამე მამაკაცი გამოვიდა შენობიდან და ის მეორე ჯარისკაცმა მოკლა.

ბატალიონის მეთაური მაშინ მიხვდა, რომ მესამე კაცის გარეგნობა უჩვეულო იყო და გაირკვა, რომ ის ისრაელელი მძევალი იყო.  

ოფიცრის თქმით, ჯარისკაცმა, რომელმაც სამი მამაკაცის იდენტიფიცირებისთანავე ცეცხლი გახსნა, ეს პროტოკოლების დარღვევით გააკეთა, ისევე როგორც მეორე ჯარისკაცმა, რომელმაც მესამე კაცი მოკლა.

მიუხედავად ამისა, IDF-მა განაცხადა, რომ ესმის რატომ მოიქცნენ სამხედროები ასე.

ქვედანაყოფის ერთ-ერთი ოფიცრის თქმით, ბოლო დღეებში შეჯაიაში სულ მცირე 38 პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.

მან აღნიშნა, რომ ჰამასის მებრძოლები ხშირად სამოქალაქო ფორმებში იყვნენ და შენობებში დადიოდნენ იარაღის შესაგროვებლად. მან გაიხსენა შეუიარაღებელ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც შემდგომში თვითმკვლელი ტერორისტები აღმოჩნდნენ.

ინციდენტის შემდეგ, დაუყოვნებლივ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ჯარებს ახალი პროტოკოლები გაუგზავნა, რათა მეტმა მძევალმა შეძლოს ტყვეობიდან გაქცევა.

მსგავსი სიახლეები