რუმინეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლაოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა.
"მადლობას ვუხდი რუმინეთს ჩვენი ქვეყნის დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის. მადლობა კლაუს იოჰანისს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას პოლიტიკურად და თავდაცვის მიმართულებით", - წერს სახელმწიფოს უკრაინის პრეზიდენტი.
27 თებერვალს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას ინტეგრაციის "განსაკუთრებული გზა" უნდა შესთავაზოს. მისი თქმით, უკრაინელები რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ "იბრძვიან საკუთარი თავისთვის, იბრძვიან ჩვენთვის – ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის".
უკრაინა ევროკავშირს სპეციალური პროცედურით დაუყონებლივ გაწევრიანებას სთხოვს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ 28 თებერვალს განაცხადა.