რუსეთი ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზებს აშენებს
რუსეთი ფინეთის საზღვრის მახლობლად ახალ სამხედრო ბაზებს აშენებს და ძველ ნაგებობებს აფართოვებს.
ინფორმაციას ამის შესახებ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს გარნიზონ ალაკურტის ტერიტორია, რომელზეც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკისთვის ახალ ანგარებს აშენებს.
ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთა საუბარში არმიის თადარიგის მაიორი, მარკო ეკლუნდი ამბობს, რომ ბაზების გაფართოვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ რუსეთი საზღვრისპირა რაიონებში სამხედრო კონტინგენტის რაიონებასაც ზრდის.
"პეტროზავოდსკის სამხედრო საწყობის გაფართოების პრიორიტეტული მიზანი დიდი ალბათობით, უკრაინის ფრონტისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შეკეთებაა. ჩემი აზრით, ანგარი რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, სარემონტო დანიშნულებისაა",- ამბობს ეკლუნდი.
მისი თქმით, რუსეთს პრაქტიკულად "არაფერი აქვს" ამ ახალ სამხედრო ბაზაზე გასაგზავნად, რადგანაც მთავარი სამიზნე უკრაინაა და მთელი ძალისხმევა სწორედ აქეთკენ არის მიმართული.
ეკლუნდი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სერგეი შოიგუს მიერ დაანონსებული გეგმები ახალი სამხედრო შენაერთების შექმნისა და ფინეთის საზღვართან განთავსების შესახებ არარეალისტურია.