რუსეთიი ბულგარეთსა და პოლონეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს

რუსულმა ენერგოკომპანია "გაზპრომა" პოლონეთი და ბულგარეთი გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა, რისი მიზეზიც, საფასურის რუბლებში არგადახდაა. 

პოლონური და ბულგარული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი გაზის მიწოდებას ოთხშაბათიდან გააჩერებს. 

რამდენიმე კვირის წინ, კრემლმა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების ჩამონათვალი გააკეთა და მათ გაზის მომარაგების სანაცვლოდ, საფასურის გადახდა რუბლებში თხოვა, რაზეც სხვა ქვეყნებთან ერთად,  პოლონეთმა და ბულგარეთმა უარი განაცხადეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსებისგან მსგავსი ქმედება მოსალოდნელი იყო, რასაც პოლონეთი მომზადებული შეხვდა, ხოლო თავად ეს ფაქტი, მისი აზრით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია და ევროკავშირის ქვეყნებმა მასთან ვაჭრობა დროულად უნდა შეწყვიტონ. 

პოლონელების განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის გაზის მარაგი 80%-ით სავსეა, თანაც წინ ზაფხულია, რა დროსაც მოთხოვნა მცირდება, ხოლო ამის პარალელურად, ოქტომბრიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ნორვეგიასთან დამაკავშირებელი გაზსადენი ფუნქციონირებას, რითიც რუსული გაზი სრულად ჩანაცვლდება. 

ხოლო რაც შეეხება ბულგარეთს, გაზის მომარაგების 90% გაზპრომზე მოდის, თუმცა ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ დაიწყო ალტერნატივებზე მუშაობა, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში, გაზის მოხამრებაზე რაიმე შეზღუდვის დაწესების აუცილებლობა არ არსებობს. 

მსგავსი სიახლეები