რუსეთის მორიგი მასირებული საჰაერო იერში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე

რუსეთმა, 8 ივლისს, მასირებული საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს პრეზიდენტი, კიევის მერი, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, მედია და ტელეგრამ არხები.

უკრაინის უმსხვილეს ქალაქებზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულია 21 ადამიანი, დაშავებულია 80-ზე მეტი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიხედვით, ოკუპანტების მხრიდან გაშვებული რაკეტა ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებას მოხვდა. მაშველები და მოსახლეობა ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას. ამ მომენტისთვის, კიევიდან იუწყებიან სულ მცირე 15 დაღუპულსა და 37 დაშავებულის შესახებ. 

აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება კროპივიცკისა და კრივოი-როგში. ბოლო ინფორმაციით, რაკეტა საცხოვრებელ სახლსა და ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა. დაიღუპა 10 ადამიანი.

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა ქალაქ პაკროვსკშიც, იუწყება დონეცკის ადმინისტრაცია. 

მასირებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც - „რუსმა ტერორისტებმა კვლავ განახორციელეს მასირებული სარაკეტო შეტევა უკრაინაზე. სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივი-როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა,ა ბავშვთ საავადმყოფო. მთელმა მსოფლიომ უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე, რათა საბოლოოდ დავასრულოთ რუსული დაბომბვები. მკვლელობები - არის ის, რაც პუტინს მოაქვს. მხოლოდ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ უტყუარ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. 

რუსეთის მხრიდან შუადღით მიტანილ საჰაერო იერიშს წინ უსწრებდა ღამის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმებიც. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, 8 ივნისს ღამით, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სხვადასხვა სახის რაკეტებით. 

• 4 ერთეული X-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა.

• 2 ერთეული Искандер-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა

საჰაერო სარდლის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული იქნა 3 ერთეული X-101-ის ტიპის რაკეტა ჟიტომირისა და ჩეკასკის ოლქებში.

მსგავსი სიახლეები