რუსეთის საგარეო დაზვერვა: პოლონეთი უკრაინის დანაწევრების გეგმას ამუშავებს
რუსეთის საგარეო დაზვერვის [СВР] ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ პოლონეთი უკრაინის "ფაქტობრივი" დანაწევრების გეგმას ამზადებს.
"პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვართან განიხილება პროქსი სახელმწიფოს შექმნა, რომელსაც პოლონეთის შეიარაღებული ძალები დაიცავენ. ამავდროულად განიხილება უკრაინის ცენტრალური რეგიონებისგან ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა. პოლონელების აზრით, ეს მათ დაეხმარება თავიდან აიცილონ პირდაპირი და ძალიან არასასურველი შეტაკება რუსეთის არმიასთან",- განაცხადა სერგეი ნარიშკინმა.
ნარიშკინის თქმით, ამ მიმართულებით პოლონელებმა მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გაიაზრეს, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია.
იმის შესახებ, რომ პოლონეთი თითქოს უკრაინის დანაწევრებას გეგმავს ნარიშკინმა პირველად ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა.