რუსეთის დაზვერვა: პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ოკუპაციას გეგმავს

რუსეთის საგარეო დაზვერვა [CВР] ოფიციალურად გამოეხმაურა სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადებებს. უწყებაში ამბობენ, რომ ნარიშკინი სადაზვერვო ინფორმაციას ეყრდნობა და პოლონეთი მართლაც აპირებს დასავლეთ უკრაინის ოკუპირებას. 

"სამსახურის დირექტორის მიერ 28 აპრილს გავრცელებული განცხადებები ვარშავისა და ვაშინგტონის ერთობლივ გეგმებთან დაკავშირებით - დასავლეთ უკრაინაში განათავსონ თითქოსდა სამშვიდობო კონტინგენტი  რუსეთის აგრესიისგან დაცვის მოტივით - ვერსია არ არის, ეს რამდენიმე წყაროსგან მიღებული სადაზვერვო ინფორმაციაა." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სერგეი ნარიშკინმა გუშინ რამდენიმე უცნაური განცხადება გაავრცელა - მისი თქმით პოლონელი ჯარისკაცები უკრაინის იმ ნაწილებში განთავსდებიან, სადაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების რისკი მინიმალურია. მოგვიანებით კი ამ ძალებს აშშ და პოლონეთი უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლის დასამყარებლად გამოიყენებს. 

ნარიშკინს გუშინვე უპასუხა პოლონეთის სადაზვერვო უწყებების კოორდინაციის სამინისტროს პრესსპიკერმა. სტანისლავ ჟარინის თქმით, ნარიშკინი ტყუის და ამ ტყუილის მიზანი პოლონეთსა და უკრაინას შორის შუღლის ჩამოგდებაა. 

 

მსგავსი სიახლეები