რუსეთმა Луна-25-ის მთვარეზე ჩამოვარდნის მიზეზი დაასახელა
Роскосмос-მა განაცხადა, რომ 2023 წლის 19 აგვისტოს, პლანეტათაშორისი სადგური Луна-25-ის ჩამოვარდნის მიზეზი ერთ-ერთი მოწყობილობა იყო.
Роскосмос-ის ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა აღნიშნა, რომ აქსელერომეტრს არ გადაეცა ინფორმაცია, რათა ძრავა გათიშულიყო.
აქსელერომეტრი არის მოწყობილობა, რომელიც აჩქარებით ან გრავიტაციით გამოწვეული რეაქციის ძალას ზომავს.
2023 წლის 19 აგვისტოს, სადგური Луна-25 "შეეჯახა მთვარეს და არსებობა შეწყვიტა."
ეს 50 წლის განმავლობაში პირველი რუსული მთვარის სადგური იყო, რომელიც კოსმოსში გაუშვეს. დედამიწის თანამგზავრზე მისი დაშვება 21 აგვისტოს იყო დაგეგმილი.