რუსეთმა ნატოში დიპლომატიური მისია დახურა
ორშაბათს რუსეთმა ნატოში დიპლომატიური მისია დახურა და სამხედრო ალიანსს მიმართა, რომ მათაც დახურონ თავიანთი წარმომადგენლობა მოსკოვში. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნატომ აკრედიტაცია 8 რუს დიპლომატს შეუჩერა, რომლებიც დიპლომატიური საფარით სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში ნატოსთან კონტაქტს ბელგიაში რუსეთის ელჩი ალექსანდრ ტოკოვინი დაამყარებს.
სამინისტროს თქმით, ნატომ რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაგა, რამაც ურთიერთობების გართულება გამოიწვია.
ნატოს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ თქვა: "ჩვენ ვნახეთ მინისტრი ლავროვის განცხადება მედიაში, მაგრამ არ მიგვიღია ოფიციალური მიმართვა ამ საკითხებთან დაკავშირებით."