რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში ავტობუსი დაბომბეს, დაიღუპა 7 ადამიანი
დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ ხარკოვი-ტორეცკის ავტობუსის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
"გუშინ ცნობილი გახდა ხარკოვი-ტორეცკის ავტობუსში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა, რომელიც რუსებმა 26 თებერვალს დაბომბეს. დაღუპულია შვიდი და არა ერთი ადამიანი, როგორც ჩვენ წინასწარი მონაცემებით გვჯეროდა. რამდენიმე დღე, მტერი ცხედრების გაყვანის საშუალებასაც არ გვაძლევდა", - განაცხადა მან.
კირილენკომ აღნიშნა, რომ რუსები აგრძელებენ ვოლნოვახაზე თავდასხმას.
მისი თქმით, წინა დღესთან შედარებით მარიუპოლში შედარებით სიმშვიდეა. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი ადამიანი დაიღუპა გუშინ ქალაქში დაბომბვების შედეგად.