ერიკ ზემური სიძულვილის ენის გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ
პარიზის სასამართლომ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ერიკ ზემური „რასობრივი სიძულვილის“ ენის გამოყენებაში დამნაშავედ ცნო.
2020 წლის სექტემბერში, სატელევიზიო ინტერვიუში ზემურმა ბავშვ მიგრანტებს „ქურდები, მკვლელები და მოძალადეები“ უწოდა და მათი დეპორტაცია მოითხოვა.
ფრანგ პუბლიცისტს და პოლიტიკოსს სასამართლომ 10 000 ევროს გადახდა დააკისრა. გადაუხდელობის შემთხვევაში ზემურს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პრეზიდენტობის კანდიდატმა სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო და მას „იდეოლოგიზებული და სულელური“ უწოდა.
„...ეს იზოლირებული არასრულწლოვნები...ხშირად კრიმინალური ქმედებისკენ არიან მიდრეკილი. როგორც საფრანგეთის მოქალაქეებს, ამ საკითხზე საუბარი უნდა შეგვეძლოს“, - ამბობს ზემური.
სიძულვილის ენის გამოყენებაში აქამდე ზემური ორჯერ იყო ნასამართლევი. 2011 წელს მან განაცხადა, რომ „ნარკოტიკების დილერების უმეტესობა შავკანიანები და არაბები არიან“.
2018 წელს მას ჯარიმის გადახდა „საფრანგეთში მუსლიმების ექსპანსიის“ შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო მოუწია.
ვრცლად ზემურის ბიოგრაფიის შესახებ იხილეთ: