სალივანი: აშშ უახლოეს კვირებში უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

აშშ გეგმავს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი რამდენიმე კვირაში გამოაცხადოს. განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 13 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

"ჩვენ სტაბილურები ვართ უსაფრთხოების დახმარების შეთავაზებაში. თქვენ ნახეთ პაკეტი, რომელიც ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ. იქნება კიდევ ერთი პაკეტი მომდევნო რამდენიმე კვირაში დაახლოებით იგივე გრაფიკით და დაახლოებით იმავე მასშტაბით, რასაც ვაკეთებდით ბოლო რამდენიმე კვირის და თვეების განმავლობაში", - განაცხადა მან.

სალივანმა აღნიშნა, რომ უკრაინისადმი აშშ-ს მხარდაჭერა არ შემცირდება.

"ჩვენ ასევე კონსულტაციები გვაქვს კონგრესთან მეტი რესურსების მოპოვებაზე, როგორც ამას მომავალი წლისთვის ვგეგმავთ. მე ვფიქრობ, რომ აქ ცოტა გაორებული სიტუაციაა. ზამთარი ასე გამოიყურება: იქნება ომი თუ არ იქნება ომი? ეს მცდარი შეხედულებაა. ეს უფრო ეხება გადაწყვეტილებებს, რომლების მიღებაც უკრაინელებს მოუწევთ ოპერაციების სისწრაფესა და ტემპთან დაკავშირებით და არა იმას, განახორციელებენ თუ არა ისინი მათ", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები