სანდუ: მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება
მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ News Maker-ის ცნობით, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.
სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება. ამასთან, პრეზიდენტმა თქვა, რომ მოლდოვა ევროკავშირს მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ შეუერთდება.
"ჩვენ არ ვართ ევროკავშირის ნაწილი. ეს მხოლოდ ღია კარია, მაგრამ როცა წინ წავალთ (და ვიმედოვნებთ, რომ წავალთ), მაშინ დაიწყება მოლაპარაკებები [ევროკავშირში გაწევრიანებაზე]. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად შევძლებთ, რადგან ზოგიერთი ქვეყანა ამას მრავალი წლის განმავლობაში ელოდება", - თქვა სანდუმ.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა.