სენატმა სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის პოსტზე უენდი შერმანი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა ზედა პალატამ, სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის პოსტზე უენდი შერმანი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი C- Span ავრცელებს.
უენდი შერმანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ყველა დემოკრატმა სენატორმა და 6 სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან. ამგვარად, უენდი შერმანი 56 ხმით 42-ის წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
უენდი შერმანის კანდიდატურის დამტკიცებას ტვიტერზე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ნედ პრაისი.
"მოხარული, რომ სენატმა დღეს უენდი შერმანის კანდიდატურა დაამტკიცა. ის [შერმან] იცავდა ამერიკელი ხალხის ინტერესებს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში",- წერს ნედ პრაისი.
უენდი შერმანი როგორც ბაიდენის საგარეო გუნდში შემავალი პირების უმრავლესობა ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2011-2015 წლებში შერმანი პოლიტიკურ საკითხებსი სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა. გარდა ამისა, სწორედ ვენდი შერმანი ხელმძვანელობდა ამერიკულ დელეგაციას ირანთან ბირთვული შეთანხმების პროცესში.