შეთანხმება ბოლო წუთს?- შვედეთის და თურქეთის ლიდერები ნატოს სამიტამდე შეხვდებიან

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს 10 ივლისს შეხვდებიან ნატოს ვილნიუსის სამიტამდე შეთანხმებას შეეცდებიან, როგორც ამას ევროპული მედია იტყობინება. 

ბრიუსელში გამართული სამხრივი შეხვედრის შემდეგ, სადაც მონაწილეობა შვედეთის, ფინეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა მიიღეს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთს ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული აქვს: 

"სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები შვედეთს შესრულებული აქვს.

გასული პერიოდის განმავლობაში, შვედეთმა შეცვალა კონსტიტუციური ნორმა, შემოღი ახალი ანტი-ტერორისტული კანონმდებლობა, მოხსნა შეზღუდვა თურქეთში იარაღის ექსპორტზე და გააძლიერა კონტრტერორისტული თანამაშრომლობა, მათ შორის ქურთების მუშათა პარტიის (PKK) მიმართ."- აღნიშნა სტოლტენბერგმა, Radio Sweden-თან საუბარში. 

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ვალდებულებების შესრულებაზე მისი და შვედეთის ხელისუფლების მოსაზრების მიუხედავად, თურქეთის მთავრობა საპირისპიროს ფიქრობს. 

შვედეთის მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი ვილნიუსში გასამართი სამიტის დროს გახდება, რისი შანსიც ახლა ძალიან დაბალია, თუმცა, ორშაბათის შეხვედრა, შესაძლოა "ბოლო წუთის" მცდელობა აღმოჩნდეს შეთანხმების მისაღწევად. 

ფინეთისთან განსხვავებით, შვედეთის ნატოში ინტეგრაციას ამ დრომდე ორი ქვეყანა - თურქეთი და უნგრეთი აფერხებს. ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, შეთანხმების რატიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები