შინაპატიმრობაში მყოფი მარინა ოვსიანიკოვა რუსეთიდან გაიქცა - ადვოკატი

შინაპატიმრობაში მყოფმა რუსმა ჟურნალისტმა, მარინა ოვსიანიკოვამ, რუსეთის ტერიტორია საკუთარ ქალიშვილთან ერთად დატოვა, როგორც ამას მისი ადვოკატი იტყობინება. 

"შინაპატიმრობის დარღვევიდან რამდენიმე სამათში, მან რუსეთის ტერიტორია დატოვა" - განაცხადა დმიტრი ზახვატოვმა და დაამატა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ახლა ევროპაში იმყოფება. 

მარინა ოვსიანიკოვა შინაპატიმრობაში მას შემდეგ იყო, რაც კრემლთან ახლოს, აქცია გამართა და  ვლადიმერ პუტინს მკვლელი, ხოლო რუს ჯარისკაცებს ფაშისტები უწოდა. 

რუსეთში დარჩენისა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. ომის შესახებ, რუსეთის მთავრობისგან განსხვავებული ინფორმაციის გავრცელებაა ოფიციალური მიზეზი, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ფაქტობრივად სრულმასშტაბიანი ცენზურა დაკანონდა. 

საქმე ეხება ომის შესახებ სახელმწიფოსგან განსხვავებული ინფორმაციის გავრცელებას, რაც რუსეთში დასჯადი ქმედება გახდა, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 

კრემლის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან მცირე ხანში, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის "პირველი არხის" პირდაპირ ეთერში შეიჭრა და პროპაგანდის საწინააღმდეგო ბანერი გაშალა. იგი, ამ ტელევიზიაში, 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, მალევე დააკვეს. 

სავარაუდოდ, მარინა ოვსიანიკოვა საჯაროდ სულ მალე გამოჩნდება, როგორც ამას მისი ადვოკატი აანონსებს. 

 

მსგავსი სიახლეები