სლოვაკეთის პრემიერი: რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადავიხდით

სლოვაკეთი, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, რუსულ გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის. ამის შესახებ 3 აპრილის საღამოს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.

"რუსეთიდან გაზის შეძენისას სლოვაკეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უნისონში იმოქმედებს. სწორედ ჩვენი მოთხოვნით დაიწყო შეთანხმება ევროკავშირის მიდგომის შესახებ რუსეთიდან გაზის იმპორტის რუბლებში გადახდასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაშიც კი ერთიანობაა მთავარი და ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ხელშეკრულების პირობების და ევროში ანგარიშსწორების დაცვას", - წერს მთავრობის მეთაური.

3 აპრილს სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა რიჩარდ სულიკმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეიძლება დაეთანხმოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებს და რუსული გაზის საფასური რუბლებში გადაიხადოს.

 

მსგავსი სიახლეები