სომხეთთან კონფლიქტის შესახებ ვიდეოების გამო აზერბაიჯანში TikTok დაბლოკეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, ქვეყანაში TikTok დაიბლოკა. ამის მიზეზი, ხელისუფლების განცხადებით, ისეთი ვიდეოების გამოქეყნებაა, რომელიც ჯარის დისკრედიტაციას ახდენს. აღნიშნულ ინფორმაციას 15 სექტემბერს აზერბაიჯანის უსაფრთოების სამსახური ავრცელებს.

სოციალური ქსელი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის გამწვავების შემდეგ დაბლოკეს.

"ამჟამად სოციალურ ქსელ TikTok-ზე ქვეყნდება ინფორმაცია მიმდინარე სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩრდილს აყენებს ჩვენი არმიის წარმატებებს, შეიცავს სამხედრო საიდუმლოებებს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში მცდარი აზრის ჩამოყალიბებას", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში სოციალური ქსელის დაბლოკვის ვადა არ დაუსახელებიათ.

უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ენდონ სოციალური ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას და მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ენდონ.

მსგავსი სიახლეები