თალიბანმა ქალებს ეროვნული ნაკრძალის დათვალიერება აუკრძალა

თალიბანის გადაწყვეტილებით, ქალებს აღარ შეეძლებათ ბამიანის პროვინციაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეროვნული ნაკრძალის დათვალიერება. 

ავღანელი მინისტრის, მოჰამედ ხალდის განცხადებით, ქალები პარკის ტერიტორიაზი ჰიჯაბის გამოყენების წესს არღვევენ, რის გამოც, "გამოსავლის მოძებნაბდე," ამ ტერიტორიაზე მათი დაშვების აკრძალვა მოითხოვა. 

ბანდ-ე-ამირის პარკი, ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელსაც ტურისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილიც პერმანენტულად სტუმრობდა. 

ახალი წესის ამოქმედება, განსაკუთრებით გაურთულებს საქმეს ოჯახებს. 

ეს არის თალიბანის მორიგი ინიციატივა, რომელიც ქალების უფლებებს კიდევ უფრო შეამცირებს.

სულ ცოტა ხნის წინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ ავღანელი მესაზღვრეები, დუბაიში განათლების მისაღებად წასვლის მსურველ ქალებს ქვეყნის დატოვების უფლებას აღარ აძლევს.  

მსგავსი სიახლეები