ტერაქტი თელ-ავივში: დაშავებულია სამი ადამიანი

9 მარტს თელ-ავივში, კაფეში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით Times of Israel წერს.

თავდამსხმელმა ხალხს ცეცხლი დიზენგოფისა და ბენ გურიონის ქუჩების კუთხეში მდებარე კაფესთან გაუხსნა. მან გაქცევა სცადა, მაგრამ ორმა პოლიციელმა და ორმა სამოქალაქო პირმა ესროლა და ადგილზე მოკვდა.

სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფოს ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენი ორის მდგომარეობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა.

პოლიციამ განაცხადა, რომ სროლა ტერორისტულ თავდასხმად არის მიჩნეული და თავდამსხმელი 23 წლის მუთაზ სალაჰ ალ-ხავაჯაა. ის პალესტინის დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ნილინიდანაა.

ტერორისტული ჯგუფი "ჰამასი" აცხადებს, რომ ტერორისტი მისი სამხედრო ფრთის წევრი იყო.

ორგანიზაციის თქმით, თავდასხმა "ბუნებრივი პასუხია" ისრაელის ბოლო რეიდებზე ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე.

მსგავსი სიახლეები