თეთრი სახლი: სი ძინფინგი და ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული ომი დაუშვებელია
დიდი ოცეულის სამიტზე ჯო ბაიდენის და სი ძინფინგის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ბირთვული ესკალაცია დაუშვებელია.
ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ორივე ლიდერმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე და გეგმებზე ისაუბრეს. აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მზაობას გააგრძლოს ეკონომიკური კონკურენცია ჩინეთთან სხვადასხვა სფეროში, თუმცა მხარეები თანხმდებიან, რომ კონკურენცია პასუხისმგებლიანი უნდა იყო და მხარეებმა უნდა შეინარჩუნონ კომუნიკაციის ხაზები.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გლობალური შიმშილის აღმოფხვრა, განვითარებადი ქვეყნების ჭარბვალიანობა და სხვა.
სი ძინფინგთან შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა წამოწია სინძიანსა და ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი. რაც შეეხება ტაივანს ბაიდენმა განაცხადა, რომ ერთი ჩინეთის პოლიტიკა უცვლელია და არ ესწრაფვის სტატუს-ქვოს ცალმხრივ ცვლილებას.
ამერიკელმა პრეზიდენტმა წამოწია რუსეთის სახმედრო აგრესიის საკითხი უკრაინის წინააღმდეგ - "მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეთანხმება, რომ ბირთვული ომი დაუშვებელია და მისი მოგება შეუძლებელი. მხარეებმა გამოხატეს წინააღმდეგობა უკრაინის მიმართ გაჟღერებული ბირთვული მუქარის წინააღმდეგ".