ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას თავდაცვის ახალ პაკეტს გადასცემს. ამ ინფორმაციას თეთრი სახლი 9 დეკემბერს ავრცელებს.

დახმარების პაკეტის მოცულობა 275 მილიონ დოლარამდეა და მოიცავს თავდაცვის საქონელსა და მომსახურებას, სამხედრო განათლებას და წვრთნებს.

კონკრეტულად რას მოიცავს ეს დახმარების პაკეტი, დაზუსტებული არ არის.

რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 25 მილიარდი დოლარის სამხედრო, ჰუმანიტარული და პირდაპირი ეკონომიკური დახმარება გაუწია.

 

მსგავსი სიახლეები