The Sunday Times: ჯონსონს პრემიერ-მინისტრად დაბრუნების იმედი აქვს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც თანამდებობა ივლისის დასაწყისში დატოვა, "აცხადებს", რომ მას თანამდებობაზე დაბრუნება სურს, თუ მისი მემკვიდრე სათანადოდ ვერ იმუშავებს.

ამის შესახებ The Sunday Times-მა წყაროებზე დაყრდნობით 23 ივლისს დაწერა.

ჯონსონის ოფისში გაზეთის თანამოსაუბრის თქმით, პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ მისი რომელიმე მემკვიდრის ხელისუფლებაში მოსვლა "შეიძლება კატასტროფად იქცეს" და რამდენიმე წელიწადში, არჩევნებზე კონსერვატიული პარტიის დამარცხების შემდეგ, პოლიტიკური ძალა მივა იქამდე, რომ მოძებნოს "ვინმეს, ვისაც აქვს საკმარისი ენერგია, რომ პარტია ხელისუფლებაში დააბრუნოს".

წყაროს ცნობით, ჯონსონს მიაჩნია, რომ ის სწორედ ასეთი ადამიანია.

ჯონსონის ყოფილმა მრჩეველმა ტიმ მონტგომერიმ 22 ივლისს Twitter-ზე წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მან თანაშემწეებს განუცხადა, რომ ერთ წელიწადში კვლავ პრემიერ-მინისტრი იქნება.

მას შემდეგ, რაც კონსერვატორული პარტიის ლიდერობისთვის და პრემიერობისთვის რბოლის ორი ლიდერის ვინაობა გაირვკა, კონსერვატორ პარლამენტართა ჯგუფი შეიკრიბა კენჭისყრის შედეგების განსახილველად და ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც ჯონსონის მთავრობაში უმცროსი მინისტრი იყო, იკითხა: "უკეთესი ხომ არ იქნება უბრალოდ ბორისი დავაბრუნოთ".

მისი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.

მსგავსი სიახლეები