ტრამპი: 15 ნოემბერს ძალიან დიდ განაცხადს გავაკეთებ

დონალდ ტრამპისთვის თქმით, ის 15 ნოემბერს მნიშვნელოვანი და "ძალიან დიდი განაცხადის" გაკეთებას გეგმავს. ეს ჯერჯერობით ყველაზე არაოზროვანი მინიშნებაა, ყოფილი პრეზიდენტის მომავალ საპრეზიდნეტო გეგმებთან დაკავშირებით. 

ტრამპმა ამის შესახებ, ოჰაიოში, შუალედური არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მომხრეებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

"ეს არაჩვეულებრივი მოგზაურობა, რომელსაც ჩვენ ერთად გავდივართ, მხოლოდ ახლა დაიწყო",- თქვა ტრამპმა. 

კონტექსტი

დონალდ ტრამპს, ამ დრომდე, ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწიელობას აპირებს. აშშ-ში შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამერიკულ პრესაში მომრავლდა ცნობები, რომ ტრამპი გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. 

წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, ტრამპის პარტიას შუალედურ არჩევნებზე გამარჯვების მაღალი შანსი აქვს, განსაკუთრებით კონგრესში, სადაც თითქმის ყველა წინასაარჩევნო კვლევა, რესპუბლიკური პარტიის მყარ გამარჯვებას პროგნოზირებს. 

მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელებისთვის უფრო რთული იქნება უმრავლესობის მოპოვება ზედა პალატაში - სენატში უმრავლესობის ბედი რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში გადაწყდება, უპირველესად ესენია ჯორჯია, ნევადა, პენსილვანია. 

უფრო მეტი ამერიკაში მიმდინარე არჩევნების შესახებ გაიგეთ აქ

მსგავსი სიახლეები