ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მაიკ უოლცის დანიშვნას გეგმავს - Reuters

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ უოლცის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველად დანიშვნას გეგმავს.

ამის შესახებ Reuters-ს ორშაბათს ორმა წყარომ განუცხადა.

უოლცი ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერია. წარსულში ის ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა და ანტი-ჩინური პოზიციებით გამოირჩევა.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი გავლენიანი თანამდებობაა, რომელსაც სენატის დამტკიცება არ სჭირდება. უოლცი პასუხისმგებელი ტრამპისთვის ეროვნული უსაფრთხოების ძირითად საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებაზე და სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციაზე.

კონგრესმენი ბაიდენის ადმინისტრაციას აქტიურად აკრიტიკებდა ავღანეთიდან კატასტროფული გამოსვლის გამო.

სხვადასხვა დროს, უოლცი დონალდ რამსფელდისა და რობერტ გეითსის თავდაცვის მდივნობისას პენტაგონში მუშაობდა, ხოლო 2018 წელს რონ დესანტისის ოლქიდან კონგრესმენად აირჩიეს. ის არის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ზედამხედველობს სამხედრო ლოჯისტიკას.

ის ასევე არის რესპუბლიკელების ჩინეთის სამუშაო ჯგუფში და ამტკიცებს, რომ აშშ-ის არმია არ არის მზად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში კონფლიქტისთვის.

წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ წიგნში, სახელწოდებით "მყარი ჭეშმარიტება: იფიქრე და იხელმძღვანელე მწვანე ბერეტივით," უოლცმა ჩინეთთან ომის თავიდან ხუთნაწილიანი სტრატეგია დაწერა, რაც მოიცავს მათ ტაივანის უფრო სწრაფად შეიარაღებას, ფლოტისა და ავიაციის მოდერნიზაციას.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის მეტი შეიარაღების გაგზავნისკენ მოუწოდებდა.

ის მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაგრძელებას, მაგრამ აქცენტს აკეთებს ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულის ხარჯვის კონტროლზე.

უოლცმა ტრამპის მიმართ თავისი ლოიალობა წლის დასაწყისში გამოხატა, როდესაც ის 16 მაისს, მანჰეტენში, ტრამპის სასამართლო სხდომაზე მივიდა.

2020 წელს მაიკ ვოლცი იმ კონგრესმენებს შორის იყო, ვინც ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც "ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის," სანქციების დაწესებას ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები