ტრამპის ემისრები მომავალ კვირას გრენლანდიას ეწვევიან

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მომდევნო კვირას გრენლანდიას ეწვევიან - საუბარია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველზე, მაიკ უოლცსა და აშშ-ს მეორე ლედიზე, უშა ვენსზე.
State Of Play: ვიზიტი ამერიკელი პრეზიდენტის მხრიდან გრენლანდიის მიმართ გამწვავებული რიტორიკისა და მსოფლიოს უდიდეს კუნძულზე მიმდინარე კოალიციური მოლაპარაკებების ფონზე გაიმართება.
- წყაროების ცნობით, ვიზიტი კერძო ხასიათისაა და 2 დღე გაგრძელდება
- უშა ვენსის და მაიკ უოლცის გარდა კუნძულზე მდებარე ამერიკულ აეროდრომს ეწვევიან აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითიც.
- ტრამპის წარმომადგენლების ვიზიტი საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში ადგილობრივ და დანიელ პოლიტიკოსებში დამატებით კითხვებს აჩენს, მით უფრო, რომ ჯერ არ არის დასრულებული მოლაპარაკებები კოალიციის შესახებ
- საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, Demokraatit-ის ლიდერი იენს-ფრედერიკ ნილსენი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ამგვარი ვიზიტი "კიდევ ერთხელ აჩვენებს ამერიკელების მხრიდან გრენლანდიელი ხალხის უპატივცემულობას."
Big Picture: ამასთანავე როგორც ადგილობრივი, ასევე დანიელი ოფიციალური პირები გამოხატავენ მზაობას აშშ-სთან ყველანაირი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მაგრამ ეწინააღმდეგებიან კუნძულის ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლას.
- დონალდ ტრამპი უკვე დიდი აცხადებს გრენლანდიის შეძენისა და თუ მიერთების სურვილს, მეტიც, ამერიკელი პრეზიდენტი ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს.
- კუნძულზე მიმდინარე წნეხის ფარგლებში იანვარში გრენლანდიაში იმყოფებოდა ტრამპის უფროსი ვაჟი, დონ ჯუნიორი.
- ტრამპის ემისრების დაგეგმილ ვიზიტს უკვე გამოეხმაურა დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი, რომლის თქმითაც, "აღნიშნული ვიზიტების განხილვა საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისგან განცალკევებით შეუძლებელია."
Context: ტრამპის გარემოცვაში მიესალმნენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც დამოუკიდებლობის გამოცხადების მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს.
- თუმცა საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, ამერიკის მოქალაქეობა მხოლოდ კუნძულის მაცხოვრებლების 6%-ს სურს, როდესაც 85% კატეგორიულად წინააღმდეგია.
- უშა ვენსის პრესსამსახურმა, დაადუსტურა მეორე ლედის გეგმები კუნძულზე გამგზავრებასთან დაკავშირებით - პრეს-რელიზში ნათქვამია, უშა ვენსი მოინახულებს გრენლანდიის ისტორიულ ადგილებს, რათა მეტი გაიგოს კუნძულის ისტორიასა და მემკვიდრეობაზე.
- ასევე, ცნობილია, რომ მეორე ლედი Avannaata-ს სახელით ცნობილ ძაღლებს რბოლად დაესწრება.