ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომზე ესაუბრა
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას მან განიხილა უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია.
ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ მას და ბაიდენს თეთრ სახლში "ერთმანეთის დანახვა ძალიან გაუხარდათ."
"ეს გრძელი გზა იყო. ორივე მხარემ ბევრი იმუშავა და კარგი სამუშაო გასწიეს კამპანიისთვის და სხვა ყველაფრისთვის. ჩვენ რეალურად ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა," - თქვა ტრამპმა.
მან დაამატა, რომ ბაიდენთან განიხილა ორი საკითხი, რომლებზეც წარსულში ისინი ვერ თანხმდებოდნენ: ომი უკრაინაში, რომლის დასრულებას ტრამპი თანამდებობის დაკავებისთანავე აპირებს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი.
"მინდოდა მისი აზრები გამეგო და მან გამიზიარე. ასევე, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთის შესახებ. მინდოდა გამეგო მისი შეხედულებები იმის შესახებ, თუ სად ვართ და რას ფიქრობს. და მან მოსაზრებები გამიზიარა, ოს ძალიან კეთილი იყო," - თქვა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე დაანონსა ბაიდენთან მორიგი შეხვედრა თეთრ სახლში მის ინაუგურაციამდე და აღნიშნა, რომ ოვალური კაბინეტი, სადაც ისინი შეხვდნენ,"ძალიან ლამაზია."