წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უკრაინის დახმარებაზე ბაიდენთან შეხვედრა სურს
წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს პირისპირ შეხვედრა სურს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, სანამ უკრაინისა და ისრაელის დაფინანსების პროექტზე მუშაობას გააგრძელებს.
ამის შესახებ NBC წყაროზე დაყრდნობით წერს.
არხის თანამოსაუბრის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ჯონსონმა თეთრი სახლის მაღალჩინოსნების მეშვეობით რამდენჯერმე მოითხოვა ბაიდენთან შეხვედრა.
ბოლოს ეს ერთი კვირის წინ, სენატის მიერ ორპარტიული, 95 მილიარდი დოლარის ღირებულების ეროვნული უსაფრთხოების პაკეტის დამტკიცებმადე მოხდა.
ამავდროულად, თეთრი სახლის სპიკერმა ჯონსონს ურჩია შეწყვიტოს "მოლაპარაკებები, რომელსაც აწარმოებს საკუთარ თავთან" და შეწყვიტოს ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების პოლიტიკის სახელით შეფერხება.
"სხეულის ეს ენა ამბობს: ვიცი, რომ პრობლემები მაქვს. გთხოვთ დამეხმაროთ," - თქვა წყარომ დემოკრატიული პარტიიდან.
ბაიდენი ერთ თვის წინ შეხვდა ჯონსონს და კონგრესის სხვა ლიდერებს, რათა განეხილათ ორპარტიული საიმიგრაციო შეთანხმება, რომელიც უკრაინას დახმარებას განბლოკავს. ჯონსონმა შეხვედრას "პროდუქტიული" უწოდა.
სენატის მიერ დამტკიცებული პაკეტი მოიცავს 61 მილიარდ აშშ დოლარს უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, 14 მილიარდ აშშ დოლარს ისრაელისთვის ჰამასის წინააღმდეგ ომში და კიდევ 4.83 მილიარდ აშშ დოლარს ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორების, განსაკუთრებით ტაივანის მხარდასაჭერად და ჩინეთიდან აგრესიის შესაჩერებლად.
ჯერ კიდევ გასარკვევია, დაუჭერენ თუ არა მხარს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტზე. სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მიღებული ტექსტი უკვე გააკრიტიკა.