უახლოეს მომავალში ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის საუბარი შედგება

 

მომდევნო დღეებში შესაძლოა ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის კიდევ ერთი საუბარი შედგეს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ  სალივანმა გაავრცელა. 

"ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტი ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის საუბარი შედგება, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას ვერაფერს დავამატებ",- თქვა სალივანმა. 

მანამდე მიმდინარე მოსამზადებელი შეხვედრების შესახებ წერდა CNN, ტელევიზიის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაიწყო შესაბამისი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე. 

______________________________________________

რუსეთი უკრაინაში შესაძლოა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე შეიჭრას. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. 

სალივანის თქმით, რუსეთას უკვე ყავს მობილიზებული საკმარისი რაოდენობის ჯარები თავდასხმის დასაწყებად. მისი თქმით, თავდასხმა შესაძლოა ჰაერიდან დაიწყოს. 

ამავდროულად ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით ვლადიმირ პუტინის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. 

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს სრულდება. ოლიმპიადის განმავლობაში თავდასხმის რისკზე განაცხადა დღეს აშშ-ის სახელლმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც. 

აშშ-ის სახელმწიფო თანამდებობის პირებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ამერიკელებს დროულად დატოვონ უკრაინის ტერიტორია. 

მსგავსი სიახლეები