უკრაინაში ბრიტანეთის საელჩო კიევიდან ლვოვში გადადის
გაერთიანებული სამეფოს საელჩო უკრაინაში კიევიდან ლვოვში გადადის.
ბრიტანეთის მთავრობამ მისი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინა სწრაფად დატოვონ.
"თუ უკრაინაში დარჩენას გადაწყვეტთ, სიტუაციის მოსალოდნელი ესკალაციის გამო ფხიზლად და მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოთ უკრაინის დასატოვებლად." - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის ინტერვენციის დაწყების საფრთხის გამო საელჩო ლვოვში ამერიკამაც გადაიტანა.
გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე შეტევას რამდენიმე დღეში დაიწყებს.