უკრაინელების ორი მესამედი ბირთვული შეიარაღების მომხრეა - კვლევა

უკრაინელების 73% მხარს უჭერს ბირთვული იარაღის აღდგენის იდეას, 20% - წინააღმდეგია, 7% კი - გადაუწყვეტელია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა 2-17 დეკემბერს ჩაატარა.

ამავდროულად, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ბირთვული შეიარაღების იდეის მხარდაჭერა მცირდება, თუ მითითებულია გარკვეული პირობები.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვაზე და სანქციებზე, მაშინ ბირთვული იარაღის აღდგენის მიმართ მხარადაჭერა მცირდება 46%-მდე, ხოლო მოწინააღმდეგეების რაოდენობა გიზრდება 44%-მდე." - წერს ინსტიტუტი.

თუ უკრაინას ექნება საკმარისი რესურსი, რათა გაუძლოს ბირთვული იარაღის შექმნამდე, მაშინ 58% მზად იქნება დაკარგოს დასავლეთის მხარდაჭერა ბირთვული იარაღის მისაღებად. ხოლო 33% არ დაუჭერს მხარს ბირთვული იარაღის მიღებას ასეთ სცენარში.

სოციოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ბირთვულ შეიარაღებას უკრაინის ყველა რეგიონში უჭერს მხარს უმრავლესობა - აღმოსავლეთსა (61%) და დასავლეთში (77%).

ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ ნატოს მიმართ ნდობა არ ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის აღდგენის სურვილს.

"უფრო მეტიც, თუ ვსაუბრობთ ბირთვული იარაღის აღდგენის საერთო სურვილზე, ისინი, ვინც ნატოს ენდობიან, ყველაზე მეტად სწორედ ამისკენ ისწრაფვიან," - აღნიშნეს სოციოლოგებმა.

მსგავსი სიახლეები