უკრაინელებმა გოსტემელის აეროპორტთან კადიროველების რაზმი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გოსტემელის აეროპორტთან როსგვარდიის ჩეჩნეთის ე.წ. კადიროველების რაზმი გაანადგურეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, კადიროველების რაზმის განადგურების დროს მოკლეს გენერალი მოჰამად ტუშაევი, რომელიც 141 მოტორიზებული პოლკს ხელმძღვანელობდა.
ტუშაევის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ამავე რაზმის ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლი.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ამჟამად გოსტემელში შემორჩენილ ჩეჩნების რაზმის ნაწილთან ბრძოლებს უკრაინის ეროვნული გვარდია და სცედანიშნულების დანაყოფი ალფა აწარმოებს.