უკრაინელმა მედესანტეებმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემით ორი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში ორი რუსული სატრანსპორტო ვერტმფრენი Mi-8 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლობა ავრცელებს.
ვერტმფრენები უკრაინელმა მედესანტეებმა უკრაინული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა "კორსარით" ჩამოაგდეს.
"ფაქტობრივად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საჰაერო სამიზნე წარმატებით განადგურდა ტანკსაწინააღმდეგო სისტემით. ვიდეოში ჩანს, რომ მტრის შვეულმფრენები "წარმატებული" დაშვების შემდეგ იწვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მედესანტეების ოსტატობით, სამხედრო წარმატებებით და პროფესიონალიზმით." - ნათქვამია განცხადებაში.
სარდლობა აღნიშნავს, რომ ეს უნიკალურ შემთხვევაა და სამხედროების მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს.