უკრაინის გვარდია: გასულ ღამეს 13 ირანული დრონი ჩამოვაგდეთ
19 ოქტომბრის დილას, უკრაინელმა სამხედროებმა 13 ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლითაც რუსები სამხრეთ მიკოლაევზე შეტევის მიტანას ცდილობდნენ, როგორც ამას უკრაინული წყაროები იუწყებიან.
"ირანული 'Shahed-136'-ის გამოყენებით, მტერმა მიკოლაევზე თავდასხმა ორჯერ განახორციელა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 11 დრონი ჩამოაგდო, ხოლო კიდევ ორი დრონი ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა გაანადგურეს" - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთისთვის მიყენებულ დანაკარგებზე, სხვა ცნობები, ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ გასული დღეების განმავლობაში, კრემლმა აქტიურად დაიწყო ირანული დრონების გამოყენება, რომლითაც ხშირად მშვიდობიან მოსახლეობასა და საცხოვრებელ ტერიტორიებსაც ბომბავს.
ირანის მთავრობა დღემდე ამტკიცებს, რომ მათ რუსებისთვის ე.წ 'კამიკაძე დრონები' არ გადაუციათ, თუმცა დამოუკიდებელი დამკვირვებლების დიდი უმრავლესობა, უკრაინულ მხარესთან ერთად, ამბობს, რომ ეს სიცრუა და კრემლი იერიშებს, ირანული საჰაერო ტექნიკით ახორციელებს.