უკრაინის ხელსისუფლება: კიევზე შეტევა კამიკაძე დრონებით მიიტანეს
17 ოქტომბრის დილას, უკრაინის დედაქალაქში, აფეთქების ხმა როგორც მინიმუმ 5-ჯერ გაისმა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსების სამიზნეს საცხოვრებელი კორპუსებიც წარმოადგენდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი აფეთქება ქალაქის ცენტრთან ახლოს მოხდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, რუსებმა თავდასხმა ე.წ "კამიკაძე დრონების" საშუალებით განახორციელეს.
"ეს კარგად ანახებს მათ განზრახვას"-განაცხადა ერმაკმა.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსების სამიზნეს, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც წარმოადგენდა.