უკრაინის სრულ უზრუნველყოფამდე აშშ აჩერებს გარე შეკვეთებს PATRIOT-ის სისტემებზე
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გეგმავს შეაჩეროს გარე შეკვეთები PATRIOT-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მის სისტემების საზენიტო რაკეტებზე, სანამ უკრაინა სრულად არ იქნება უზრუნველყოფილი ამ სისტემებით.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
გაზეთის წყაროების ცნობით, გადაწყვეტილებას აშშ-ს მთავრობა დღეს, 20 ივნისს გამოაცხადებს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჯო ბაიდენის განცხადება დიდი შვიდეულის სამიტზე.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, 5 სახელმწიფო უკვე დათანხმდა უკრაინისთვის PATRIOT-ის სისტემების გადაცემას და სხვა მოკავშირეებს, რომლებსაც ეს სისტემები შესყიდული აქვთ ცოტა ხანი მოცდა მოუწევთ - "ყველაფერი რაც გვაქვს უკრაინაში წავა, სანამ მათი საჭიროებები სრულად არ იქნება უზრუნველყოფილი."
უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ცერემონილიაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს უკრაინა შედარებით სწრაფად მიიღებს.
გაზეთის წყაროს ცნობით, ახალი სისტემების მეშვეობით უკრაინა შეძლებს დაიცვას ქალაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთის ინტენსიური სარაკეტო იერიშების ობიექტია.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც უკვე შესყიდული აქვთ ამერიკული წარმოების სისტემები და შეკვეთის დასრულებას ელოდებიან არიან, გერმანია, პოლონეთი და რუმინეთი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ აშშ-სგან PATRIOT-ის 1000 რაკეტას ელოდება ესპანეთიც.
სავარაუდოა, რომ უკრაინის საჭიროებების პრიორეტიტულობის გამო ამ შეკვეთების დასრულება დროში გაიწელება. გასული კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ დადგენილ ვადებში ვერ მიაწვდის PATRIOT-ის საზენიტო რაკეტებს შვეიცარიას. მიზეზი კვლავაც ЗСУ-ს საჭიროებების პრიორიტეტულობაა.